+1 (234) 234-2345
menu
person

« 1 2 3 4 ... 10 11 »

ერელაანთ ეკლესია", V-VI საუკუნეების ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი. ახმეტიდან 4 კმ, თიანეთის გზატკეცილის მარჯვენა მხარეს. აგებულია რიყის ქვით, შირიმით, ფასადები - კირქვის ფილებით. გეგმით მარტივი ჯვრის ფორმის ეკლესიას სამხრეთი და ჩრდილოეთი მკვლავების აღმოსავლეთ კედლებში 2 დამატებითი აფსიდი აქვს, გუმბათქვეშა კვადრატი გუმბათის წრეზე ტრომპების მეშვეობით გადადის

Category: ახმეტა | Views: 1008 | Added by:  | Date: 2016-12-30 | Comments (0)

ინწობა, საბუე - ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი, სამონასტრო ანსამბლი. სოფ.საბუედან (ყვარლის რ-ონი) 7 კმ-ზე. კომლექსში შედის: VI საუკუნის ნათლისმცემლის ეკლესიისა და ქვის ზღუდის ნანგრევები, საბრძოლო კოშკი და სხვადასხვა დანიშნულების შენობათა ნაშთები. სამეკლესიანი ბაზილიკის ტიპის ეკლესია ნაგებია თანაბარი ზომის უხეშად დამუშავებული ქვითა და აგურით.

Category: ყვარელი | Views: 1335 | Added by:  | Date: 2016-12-18 | Comments (0)

რუისპირი - სოფელი თელავის რაიონში, მდებარეობს მდინარე თურდოს (ალაზნის მარჯვენა შენაკადი) მარცხენა მხარეს. თემის ცენტრი (სოფელი:ახატელი). ზღვის დონიდან 600 მეტრი, თელავიდან 7 კილომეტრი. სოფელში დგას VI საუკუნის ხუროთმოძღვრების ძეგლი -სამეკლესიიანი ბაზილიკა, მონასტერი - შიოს მარანი. რუისპირის მიდამოებშია ასევე ადამაანთ ციხე (XVIII საუკუნის ბოლო მესამედი).

Category: თელავი | Views: 994 | Added by:  | Date: 2016-12-12 | Comments (0)

საქართველოში არსებულ სახლ-მუზეუმებს შორის წინანდლის ალექსანდრე ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმი ღირებულია მემორიალური მასალის სიუხვით. ისინი დამთვალიერებელს აახლოებს პოეტის ცხოვრებასთან, ამცნობს მის გემოვნება-შეხედულებებს, ხასიათს, ესთეტიკურ მიდრეკილებას, უჩვენებს პოეტი-მხედრის მიერ განვლილ საბრძოლო გზას. მუზეუმი მოგვითხრობს არა მხოლოდ ჭავჭავაძეების შესანიშნავი ოჯახის ისტორიაზე, არამედ ასახავს ეპოქის სულს.

Category: თელავი | Views: 1351 | Added by:  | Date: 2016-10-26 | Comments (0)

ხშირად ფილმში გამოყენებული თვითგადარჩენის რჩევები რეალობაში არ მართლდება. სწორედ ამიტომ დღეს OXOTV-ს რედაქცია წარმოგიდგენთ 6 ყველაზე გავრცელებულ მითებს თვითგადარჩენის შესახებ, რომელიც დაგღუპავთ.

Category: რჩევები ახალბედებს | Views: 847 | Added by:  | Date: 2016-10-18 | Comments (0)

ბახტრიონის ეკლესია — ეკლესია ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ხორბალოს სამხრეთ-აღმოსავლეთით. აგებულია XIX საუკუნეში. ეკლესია დარბაზულია (13,2X6,5 მ), ნაგებია რიყის ქვითა და კვადრატული აგურის რიგების მონაცვლეობით. კედლები შიგნით შელესილია. შესასვლელი დასავლეთიდან და ჩრდილოეთიდან აქვს. აღმოსავლეთით დარბაზისაგან ფართო მხრებით გამოყოფილი წრიული შვერილი აფსიდია. აფსიდში ორი მაღალი თაღოვანი სარკმელია.

Category: ახმეტა | Views: 931 | Added by:  | Date: 2016-09-11 | Comments (0)