+1 (234) 234-2345
menu
person

1 2 »

 იოანე ნათლისმცემლის სახელობის VIII-IX საუკუნეების ეკლესია, ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ალვანში. დგას სოფლის ჩრდილო-აღმოსავლეთით.

Category: ახმეტა | Views: 1177 | Added by:  | Date: 2017-01-13 | Comments (0)

ეკლესია ახმეტის მუნიციპალიტეტში, ქალაქ ახმეტაში. დგას ჩოლოყაშვილების ციხე-დარბაზი ეზოში, მდინარე ორვილის მარცხენა ნაპირზე. ეკლესია დარბაზულია (10,8 X 7,2 მ). ნაგებია რიყის ქვით. კამარა, კონქი, საბჯენი თაღები, კარ-სარკმლების წირთხლები და თაღები აგურითაა გამოყვანილი. ინტერიერი შელესილია.

Category: ახმეტა | Views: 1112 | Added by:  | Date: 2017-01-10 | Comments (0)

მატნის წმინდა ნიკოლოზის ეკლესია – XVI საუკუნის ეკლესია ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ მატნის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში.

ეკლესია გუმბათოვანია (11X8,8 მ) ნაშენია რიყის ქვითა და ნატეხი ქვით. გუმბათის ყელი და მისი პირამიდული გადახურვა აგურისაა. ეკლესიას სამი შესასვლელი აქვს სამხრეთიდან, დასავლეთიდან და ჩრდილოეთიდან. სამივე კარი შესაბამისი მკლავის ღერძზეა გაჭრილი.

Category: ახმეტა | Views: 1253 | Added by:  | Date: 2017-01-02 | Comments (0)

ერელაანთ ეკლესია", V-VI საუკუნეების ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი. ახმეტიდან 4 კმ, თიანეთის გზატკეცილის მარჯვენა მხარეს. აგებულია რიყის ქვით, შირიმით, ფასადები - კირქვის ფილებით. გეგმით მარტივი ჯვრის ფორმის ეკლესიას სამხრეთი და ჩრდილოეთი მკვლავების აღმოსავლეთ კედლებში 2 დამატებითი აფსიდი აქვს, გუმბათქვეშა კვადრატი გუმბათის წრეზე ტრომპების მეშვეობით გადადის

Category: ახმეტა | Views: 1008 | Added by:  | Date: 2016-12-30 | Comments (0)

ბახტრიონის ეკლესია — ეკლესია ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ხორბალოს სამხრეთ-აღმოსავლეთით. აგებულია XIX საუკუნეში. ეკლესია დარბაზულია (13,2X6,5 მ), ნაგებია რიყის ქვითა და კვადრატული აგურის რიგების მონაცვლეობით. კედლები შიგნით შელესილია. შესასვლელი დასავლეთიდან და ჩრდილოეთიდან აქვს. აღმოსავლეთით დარბაზისაგან ფართო მხრებით გამოყოფილი წრიული შვერილი აფსიდია. აფსიდში ორი მაღალი თაღოვანი სარკმელია.

Category: ახმეტა | Views: 931 | Added by:  | Date: 2016-09-11 | Comments (0)

 კვეტერა - ისტორიული ციხე-ქალაქი კახეთში, მდინარე ილტოს ნაპირზე, ახმეტა-თიანეთის დამაკავშირებელ მაგისტრალზე (ახმეტის რაიონი). კახეთის სამთავროს (შემდეგ სამეფოს) ერთ-ერთი ცენტრი. წყაროებში პირველად XI საუკუნის შუაწლებიდან იხსენიება, თუმცა ვახუშტის (XVIII ს.) მიხედვით, ჯერ კიდევ VIII საუკუნეში უნდა არსებულიყო. ჩატარებული არქეოლოგიური კვლევა-ძიება ადასტურებს ამ ვერსიას...

Category: ახმეტა | Views: 1076 | Added by:  | Date: 2014-12-15 | Comments (0)

1-6 7-7