+1 (234) 234-2345
menu
person

7:24 PM
6 ყველაზე გავრცელებული მითი თვითგადარჩენის შესახებ, რომელიც დაგღუპავთ

ხშირად ფილმში გამოყენებული თვითგადარჩენის რჩევები რეალობაში არ მართლდება. სწორედ ამიტომ დღეს OXOTV-ს რედაქცია წარმოგიდგენთ 6 ყველაზე გავრცელებულ მითებს თვითგადარჩენის შესახებ, რომელიც დაგღუპავთ.

1. მითი დათვის თავდასხმის შესახებ - თავის მომკვდარუნება გამოსავალი არ არის !

ვისაც ფილმი რევენანტი ნაყურები გაქვთ აუცილებლად გაგახსენდებათ ეპიზოდი, როდესაც ლეონარდო დიკაპრიო დათვისგან თავის დასაღწევად თავს "იმკვდარუნებს". ეს მეთოდი ფილმში გამართლდა, მაგრამ რეალურ ცხოვრებაში მსგავსი რამ უბრალოდ არ უნდა ცადოთ, რადგან თუ დათვს ასე მოაჩვენებთ თავს ის მაინც თავს დაგესხმებათ და თქვენ, როგორც საკვებს ისე გამოგიყენებთ. იმ შემთხვევაში, თუ თქვენ აღმოჩნდით დათვთან პირისპირ უბრალოდ გაიქეცით და მონახეთ ისეთი ადგილი, სადაც უსაფრთხოდ იქნებით. რაც შეეხება ბუნებაში ყოფნას და კარავთან ხშირ დათვების გამოჩენას, ამ შემთხვევაში უმჯობესია კარავში მყოფმა ადამიანებმა ხმამაღლა დაიწყოთ საუბარი, რისიცც ხშირ შემთხვევაში მტაცებელს ეშინია და უბრალოდ ადგილიდან გარბის.

2. გველის კბენის შემდეგ შხამის ამოწოვა

როდესაც ადამიანს გველი კბენს არავითარ შემთხვევაში არ მოახდინოთ ერთგვარი შხამის ამოწოვა ნაკბენიდან, რადგან ამ დროს თქვენი პირის ღრუდან ჭრილობაში გადადის ბევრი ბაქეტრია და თქვენც საკმაოდ ბევრს იღებს. შხამი ჯერ თქვენს პირის ღრუში ხვდება, ხოლო შემდეგ საყლაპავ მილში, რაც არანაკლებ საშიშია ადამიანისთვის.
იმ შემთხვევაში, თუ თქვენს ახლო მყოფს გველმა უკბინა, დაუყონებლივ წაიყვანეთ ის სავაადმყოფოში. მანამდე კი მოიქეცით შემდეგნაირად: ნაჭრის საშუალებით ნაკბენთან ზემო და ქვემო მხარეზე მოუჭირეთ მაგრად, რათა არ მოხდეს შხამის სწრაფი გავრცელება.დასამშვიდებლად გეტყვით, რომ საქართველოში ყველაზე შხამიანი გველის ნაკბენი საშიში მხოლოდ 3-4 საათის შემდეგ არის !

3. მითი: ხავსი იზრდება ხის ჩრდილოეთ მხარეს

ეს მხოლოდ მითია. სინამდვილეში ხავსი შესაძლებელია გაიზარდოს ხის ნებისმიერ მხარეს. მისი გაზრდა დამოკიდებულია კლიმატურ პირობებზე.. ასე, რომ ტყეში დაკარგვის შემთხევვაში არ დაეყრდნოთ მსგავს მითს.

4. საკვები, რომელსაც ცხოველი მიირთმევს, ადამიანისთვისაც უწყინარია

დაივიწყეთ მსგავსი რამ, რადგან ბუნებაში არსებობს კენკრა დასოკო, რომელსაც ჭამს მაგალითად ფრინველი და ციყვი, მაგრამ ადამიანისთვის სასიკვდილოა.

5. მითი: რომ გაყინულ ადამიანს კანი უნდა დაუსრისო და მოუმზადოთ ცხელი აბაზანა

სინამდვილეში, კანის დასრისვით შესაძლებელია ადამინს კანი სახიფათოთ დაუზიანოთ. როდესაც კანი გაყინულია და თქვენ მის დასრესვას დაიწყებთ, ამ დროს ჩათვალეთ, რომ უმტკივნეულოდ აცლით კანს და აყენებთ დაზიანებას. რაც შეეხება ცხელ წყალს, გაყინული ადამიანი, თუ ცხელ აბაზანას მიიღებს ამ დროს შესაძლებელია ის შოკში ჩავარდეს. როგორ მოიქცეთ ამ დროს? სასურველია, გაყინულ ადამიანს მოახვითო საბანი და არ დასვათ ისეთ ადგილზე, სადაც მისკენ პირდაპირ იქნება მიმართული გათბობა. საბნის მოხვევიდან 10 წუთში შეგიძლიათ იღლიის არეში თბილი წყლით სავსე ბოთლები მიადოთ.

6. როდესაც ზვიგენი თავს გვესხმევა ამ დროს მას რამე ჩავცხოთ

ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული მითი, რომელიც არავითარ შემთხვევაში არ უნდა დაიჯეროთ, რადგან, როდესაც უზარმაზარი ზომის ზვიგენი თავს გესხმით, თანაც საკმაოდ სწრაფად ჩვენ ვერას დიდებით ვერ ვახერხებთ რაიმე დაზიანება მივაყენოთ მას, ხოლო თუ მოვახერხეთ, მაშინ ორმაგად დაზიანებული ჩვენ აღმოვჩნდებით. ზვიგენისგან თავის დასაცავად უნდა მოიმოქმედოთ შემდეგი რამ: მაქსიმალურად მოშორდეთ მას, ხოლო თუ შეატყობთ, რომ ზვიგენი თავად არ გშორდებათ, აიღეთ რაიმე საგანი, რომლითაც შორი მანძილიდან დაიწყებთ მის გაფრთხობას. იმ შემთხვევაში, თუ თქვენ არც რაიმე ტრანსპორტი არ გაგაჩნიათ და არც რაიმე ხელსაწყო, მაშინ მთელი სისწრაფით გაცურეთ დაცულ ადგილისკენ. ამ დროს ადრენალინი საკმაოდ დიდი რაოდენობით გამოყოფა, რაც საშუალებას გაძლევთ სწრაფად იცურვოთ და მეტად ენერგიულები იყოთ !

წყარო: www.oxotv.com

Category: რჩევები ახალბედებს | Views: 848 | Added by: misho | Rating: 4.2/31
Total comments: 0
avatar