+1 (234) 234-2345
menu
person

8:37 PM
ინწობა - ფიქალები (საბუე)

ინწობა, საბუე - ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი, სამონასტრო ანსამბლი. სოფ.საბუედან (ყვარლის რ-ონი) 7 კმ-ზე. კომლექსში შედის: VI საუკუნის ნათლისმცემლის ეკლესიისა და ქვის ზღუდის ნანგრევები, საბრძოლო კოშკი და სხვადასხვა დანიშნულების შენობათა ნაშთები. სამეკლესიანი ბაზილიკის ტიპის ეკლესია ნაგებია თანაბარი ზომის უხეშად დამუშავებული ქვითა და აგურით. აფსიდით დასრულებული მთავარი ეკლესიის ვიწრო და მაღალი, გეგმით წაგრძელებული შუა ნავი უშუალოდ უკავშირდებოდა სამსხვერპლოს, სადიაკვნეს და ჩრდილოეთ და სამხრეთ ეკლესიებს. სამხრეთ ეკლესიას ჰქონდა დამოუკიდებელი შესასვლელი, რომლის ორი ნალისებრი ფორმის თაღი შუაში აღმართულ სქელ, მასიურ ბოძს ეყრდნობოდა. დასავლეთ კედელზე შემორჩენილია მოხატულობის ფრაგმენტები. ეკლესია მრავალჯერ დანგრეულა და შეუკეთებიათ.

Category: ყვარელი | Views: 1338 | Added by: misho | Rating: 4.3/56
Total comments: 0
avatar