![](http://www.picz.ge/img/s4/1701/2/1/19c806805155.jpg)
ერელაანთ ეკლესია", V-VI საუკუნეების ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი. ახმეტიდან 4 კმ, თიანეთის გზატკეცილის მარჯვენა მხარეს. აგებულია რიყის ქვით, შირიმით, ფასადები - კირქვის ფილებით. გეგმით მარტივი ჯვრის ფორმის ეკლესიას სამხრეთი და ჩრდილოეთი მკვლავების აღმოსავლეთ კედლებში 2 დამატებითი აფსიდი აქვს, გუმბათქვეშა კვადრატი გუმბათის წრეზე ტრომპების მეშვეობით გადადის