ერელაანთ ეკლესია", V-VI საუკუნეების ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი. ახმეტიდან 4 კმ, თიანეთის გზატკეცილის მარჯვენა მხარეს. აგებულია რიყის ქვით, შირიმით, ფასადები - კირქვის ფილებით. გეგმით მარტივი ჯვრის ფორმის ეკლესიას სამხრეთი და ჩრდილოეთი მკვლავების აღმოსავლეთ კედლებში 2 დამატებითი აფსიდი აქვს, გუმბათქვეშა კვადრატი გუმბათის წრეზე ტრომპების მეშვეობით გადადის. გუმბათის ყელი რვაწახნაგაა, აქვს 4 სარკმელი, შესასვლელი ერთია, სამხრეთიდან დეკორი მარტივია. ეკლესია შიგნიდან შელესილი და მოხატული ყოფილა, ჩამოქცეული გუმბათი და დასავლეთი მკლავის კამარა ამჟამად აღდგენილია.
|