+1 (234) 234-2345
menu
person

6:57 PM
ზემო ალვანის იოანე ნათლისმცემლის ეკლესია



 იოანე ნათლისმცემლის სახელობის VIII-IX საუკუნეების ეკლესია, ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ალვანში. დგას სოფლის ჩრდილო-აღმოსავლეთით.



ეკლესია სამნავიანი ბაზილიკაა. ნაგებია რიყისა და ნატეხი ქვით, ბოძები და თაღები ამოყვანილია აგურით. ნავები გაყოფილია ბოძების ორი წყვილით. კამარით გადახურული შუა ნავი დასრულებულია საკურთხევლის აფსიდით, გვერდის ნავები კი სწორკუთხა სათავსებით. ბაზილიკის კედლები მოხატულია. XVII საუკუნეში ბაზილიკაზე სამხრეთით აგურის ორსართულიანი სამრეკლო აქვს მიდგმული.



 

Category: ახმეტა | Views: 1178 | Added by: misho | Tags: ზემო ალვანის იოანე ნათლისმცემლის ეკ | Rating: 4.7/51
Total comments: 0
avatar