+1 (234) 234-2345
menu
person

8:43 PM
კვეტერა

 



 კვეტერა, კვეტარი, კუეტერი — ისტორიული ციხე-ქალაქი კახეთში, ახმეტის მუნიციპალიტეტში. მდინარე ილტოს მარჯვენა ნაპირზე, ახმეტა-თიანეთის დამაკავშირებელი მაგისტრალის მარცხენა მხარეს. ახმეტიდან 12 კმ-ზე. ციხე-ქალაქის კომპლექსის შემადგენლობაში შედის: შიდა ციხე, ქვედა ციხე, გალავანი, სასახლე, დარბაზული ეკლესია და მთავარი ღირსშესანიშნაობა გუმბათოვანი ეკლესია.



 კვეტერის ციხე-ქალაქი კახეთის სამთავროს (შემდეგ სამეფოს) ერთ-ერთი ცენტრი იყო. წყაროებში პირველად XI საუკუნის შუაწლებიდან იხსენიება, თუმცა ვახუშტის (XVIII ს.) მიხედვით, ჯერ კიდევ VIII საუკუნეში უნდა არსებულიყო. ჩატარებული არქეოლოგიური კვლევა-ძიება ადასტურებს ამ ვერსიას. კვეტერის გრანდიოზული ნანგრევები მაღალ მთაზეა, გარს არტყია რიყისა და ნატეხი ქვით ნაგები მძლავრი გალავანი, რომლის კედლებში დატანებულია კონტრფორსები, მრგვალი და ოთხკუთხა კოშკები. ციხესიმაგრის ჩრდილო-აღმოსავლეთ მხარეს, ყველაზე მაღალ ადგილზე, აკროპოლისია, რომელშიც სასახლე და ეკლესიაა განლაგებული. გეგმით ჯვარისებრი ეკლესია X საუკუნის I ნახევარს მიეკუთვნება. ყოველი მკლავი დასრულებულია აფსიდით. აფსიდებს შორის მოთავსებულია ნიშები. ცენტრალურ კვადრატზე აღმართულია მრგვალ ყელზე დაყრდნობილი გუმბათი. შრომით ნაგები შენობა, როგორც ჩანს, მეფის კარის ეკლესიად იყო გათვალისწინებული. ხუროთმოძღვარს ყოველგვარი მორთულობისა და ჩუქურთმების გარეშე შეუქმნია კომპოზიციურად მომხიბლავი ნაწარმოები.





Category: ახმეტა | Views: 1078 | Added by: misho | Tags: კვეტერა | Rating: 4.4/35
Total comments: 0
avatar