თუშეთის სახელმწიფო ნაკრძალი დაარსებულია 1961 წელს, მისი ფართობი 10694 ჰექტარია. ნაკრძალი
შექმნილია აქ არსებული ბიომრავალფეროვნების, იშვიათი და გადაშენების პირას მყოფი ცხოველებისა
და ენდემურ რელიქტურ მცენარეთა სახეობების დაცვისა და შენარჩუნების მიზნით. ნაკრძალის
ტყეები გამოირჩევა სახეობრივი მრავალფეროვნებით, მაღალი ენდემიზმითა და მატად სპეციფიკური
ბიო - ეკოლოგიურ რელიქტურ სახეობათა არსებობით. ამ ზონაში არსებული სუბალპური არყნარები
და დეკიანი კომპლექსები ხასიათდება როგორც ზვავსაწინააღმდეგო, ნაშალდამმაგრებელი და
ეროზიასაწინააღმდეგო ცენოზები; ნაკრძალი მნიშვნელოვანია როგორც მესამეული პერიოდის იშვიათ
ცხოველთა სახეობების საარსებო გარემო. იგი მოიცავს მრავალი იშვიათი და გადაშენების პირას მყოფ
ცხოველთა სახეობების არეალებსა და საბინადრო ადგილებს. აქ მობინადრე ცხოველთაგან
აღსანიშნავია ნიამორი, კავკასიური ჯიხვი - მისი რიცხოვნება კავკასიაში რამდენიმე ეგზემპლიარით
შემოიფარგლება, შეტანილია ბუნების დაცვის მსოფლიო კავშირის წითელ ნუსხაში; აგრეთვე
აღსანიშნავია არჩვი, მგელი, ფოცხვერი, დათვი და სხვ. ფრინველთაგან - შევარდენი, მთის არწივი და
სხვ. ნაკრძალში დაშვებულია მხოლოდ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ტურიზმი, გადაადგილება
შესაძლებელია ფეხით და ცხენით სპეციალურად განსაზღვრულ მარშრუტებზე. თუშეთის ეროვნული
პარკი თუშეთის ეროვნული პარკი აღმოსავლეთ კავკასიონზე, ზღვის დონიდან 900 - 4800 მ.-ზე,
თუშეთის ქვაბულში მდებარეობს; მისი ფართობი 83007 ჰექტარია. იგი დაარსდა 2003 წელს. თუშეთის
ეროვნულ პარკში დაცულია ალპური მდელოები, მყინვარები, მდინარეთა სათავეები, ცალკეული
მნიშვნელოვანი ცენოზები, იშვიათი და გადაშენების პირას მყოფი ცხოველებისა და ენდემურ
რელიქტურ მცენარეთა სახეობები. აგრეთვე, უნიკალური ფიჭვნარი ტყე და წარმოდგენილი ტყის
შემქმნელი სახეობები - არაყი, მაღალმთის მუხა, ცირცელი, დგნალი. თუშეთის ეროვნული პარკი
გამორჩეულია მაღალი ესთეტიკური ღირებულებების მქონე ლანდშაფტებით, ულამაზესი ალპური
მდელოებით, საუცხოოდ შემონახული ფიჭვნარი ტყეებით.
ღირსშესანიშნაობები:
ომალოსა და დართლოს ციხე-კოშკები
წყაროს ციხე
ჰეღოს ციხე
შენახოს ეკლესია
|