გარდამავალი ხანის უმნიშვნელოვანეს ძეგლთა რიცხვს მიეკუთვნება VIII - IX საუკუნეების ორი ძეგლი კახეთში. ორივეს "ყველაწმინდა" ეწოდება. ერთი გურჯაანთანაა, მეორე ვაჩნაძიანის (ახლანდელი შრომის) მახლობლად. ვაჩნაძიანის ყველაწმინდა მთებშია, დაბურულ ტყეში. ეკლესია დიდი ხანია მიტოვებულია, ახლო - მახლო მოსახლეობაც არ იყო ...