+1 (234) 234-2345
menu
person

6:44 PM
ლაშქრობისას აუცილებელი ნივთები და საკვები

ლაშქრობისთვის აუცილებელი ნივთები

ზურგჩანთა 65-80 ლიტრი, საძილე ტომარა, კარავი, წვიმას უძლებს 2000 მმ და მეტი გამძლეობის კარავი. სასურველია 3 კაციანი.

 

 

 

 

 

 

 

 

ტანსაცმელი

ფეხსაცმელი. სასურველია ტრეკინგის წყალგაუმტარი ბათინკები, შარვალი 2 ცალი. ისეთი რომელიც ადვილად შრება. თბილი ჯემპრი, საწვიმარი აუცილებლად, წინდები 2-3 წყვილი. კეპკა(სასურველია "პანამა"), ყველა ვარიანტში უნდა გქონდეს მთელი ტანსაცმლის მეორე ნაკრები, რომელიც ზურგჩანთაში ცელოფანის პარკებში ინახება.

 

 

 

 

 

 

 

საჭმელი

პური, დღეში 0.5-0.75. ძეხვი მონადირული, მოხარშული კვერცხი, შედედებული რძე, ხორცის და თევზის კონსერვები, ყველი ან მდნარი ყველი, შემწვარი ქათამი (პირველ დღეებში შეიძლება) ჩაი/შაქარი/ყავა. სწრაფი მომზადების სუპი,ჩურჩხელა, კანფეტი, მიწის თხილი (უმარილო) და ქიშმიში, ცეცხლის პრობლემა ალპურ ზონაშია ხოლმე, ამიტომ სასურველია პრიმუსი ბენზინით ან გაზის ბალონი. ქვაბი (კატილოკი) და ჭურჭელი წყლის ასადუღებლად.

Category: რჩევები ახალბედებს | Views: 1580 | Added by: misho | Tags: ლაშქრობისას აუცილებელი ნივთები და ს | Rating: 0.1/34
Total comments: 0
avatar