სოფელი საგარეჯოს რაიონში, გომბორის ქედის სამხრეთ მთისწინეთზე....ზღვის დონიდან 800 მ., საგარეჯოდან 2 კმ.. ნინოწმინდაში შემორჩენილია გალავანშემოვლებული სამონასტრო კომპლექსი - ტაძარი, აგურის ოთხსართულიანი სამრეკლო (XVI ს.), მიტროპოლიტ საბა ტუსისშვილის ორსართულიანი სასახლე (1774-1777) და სხვა ნაგებობათა ნანგრევები, რომელიც შემორჩენილია საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფ. ნინოწმინდაში. ნინოწმინდის ტაძარი VI საუკუნის საყურადღებო ძეგლია...