წყურვილი ფიზიოლოგიური მდგომარეობაა. სუსტი წყურვილი დაკავშირებულია ნერწყვის მცირე გამოყოფასთან და ყლაპვის მოთხოვნილებასთან. ძლიერი წყურვილის დროს წყდება ნერწყვის გამოყოფა, პირი და ყელი შრება. ხანგრძლივი წყურვილი მოქმედებს საერთო განწყობილებაზე. იწვევს პირის ღრუს და ყელის ლორწოვანი გარსის გაწითლებას, თვალების გაწითლებას და წვას, სახის გახურებას, ძნელდება ყლაპვა, იხლიჩება ხმა, ხშირდება მაჯისცემა, იკარგება მადა, თავს იჩენს დაღლა...