• ხედი იალნოს ქედის წვერიდან ჩრდილოეთ და სამხრეთ კავკასიონზე; |
იოანე ნათლისმცემლის სახელობის VIII-IX საუკუნეების ეკლესია, ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ალვანში. დგას სოფლის ჩრდილო-აღმოსავლეთით. |
ეკლესია ახმეტის მუნიციპალიტეტში, ქალაქ ახმეტაში. დგას ჩოლოყაშვილების ციხე-დარბაზი ეზოში, მდინარე ორვილის მარცხენა ნაპირზე. ეკლესია დარბაზულია (10,8 X 7,2 მ). ნაგებია რიყის ქვით. კამარა, კონქი, საბჯენი თაღები, კარ-სარკმლების წირთხლები და თაღები აგურითაა გამოყვანილი. ინტერიერი შელესილია. |
• ბებერი კლდის თავზე მოქცევისას, ახლოს ნუ მიხვალთ კიდესთან, რადგან შესაძლებელია მოხდეს ნიადაგის ჩამოშლა. განსაკუთრებით ეს სახიფათოა ნალექიანი ამინდებისას ან მათ მერე. |
მატნის წმინდა ნიკოლოზის ეკლესია – XVI საუკუნის ეკლესია ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ მატნის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში. ეკლესია გუმბათოვანია (11X8,8 მ) ნაშენია რიყის ქვითა და ნატეხი ქვით. გუმბათის ყელი და მისი პირამიდული გადახურვა აგურისაა. ეკლესიას სამი შესასვლელი აქვს სამხრეთიდან, დასავლეთიდან და ჩრდილოეთიდან. სამივე კარი შესაბამისი მკლავის ღერძზეა გაჭრილი. |
VIDEO
|