+1 (234) 234-2345
menu
person

8:11 PM
თვითგადარჩენის ინდივიდუალური კომპლექტი

თვითგადარჩენის ინდივიდუალური კომპლექტი (თიკ) თუ დიდ დროს ატარებთ დასახლებული პუნქტებისგან შორს (ნადირობა, თევზაობა, ქვეითი ტურიზმი და ა.შ.) თიკ აუცილებლად უნდა ატაროთ თან. გაყიდვაში არსებობს მრავალნაირი კომპლექტი (Survival kit), მაგრამ გამზადებული კომპლექტების შიგთავსის ნაწილი უხარისხოა და ტყუილად გადაიხდით ფულს, ამიტომ უკეთესი იქნება, თუ ცოტათი მეტს გადაიხდით და ზუსტად გეცოდინებათ საგნების ხარისხი და შესაძლებლობები. სწორედ თიკ‐ის ხარისხიან შიგთავსზე იქნება დამოკიდებული თქვენი სიცოცხლე ექსტრემალურ სიტუაციაში. არსებობს რამდენიმე სახის თიკ: საოჯახო (სტიქიური უბედურება, საბრძოლო მოქმედებები), საავტომობილო (ავარია დაუსახლებელ ადგილას), სალაშქრო და სამხედრო. ჩვენ განვიხილავთ ქვეითისთვის გამოსადეგ სალაშქრო‐სამხედრო ვერსიას. თიკ უნდა შეესაბამებოდეს ლაშქრობის რელიეფს და კლიმატურ პირობებს. მაგალითად, ცივ ამინდში ყურადღება უნდა მიაქციოთ იმ საგნებს, რომლებიც დაგიცავენ სიცივისგან და დაგეხმარებიან ცეცხლის უკეთ დანთებაში. ძირითადი მოთხოვნები: კომპლექტი კარგად უნდა შევფუთოთ, არ უნდა იკავებდეს დიდ ადგილს და უნდა გააჩნდეს მინიმალური წონა. მაგ. ქვეითი ლაშქრობისთვის 0,5 – 1,0 კგ თიკ აუცილებლად უნდა დაიმაგროთ ქამარზე, ან გედოთ ჯიბეში. ზურგჩანთაში და სატრანსპორტო საშუალებაში მისი დატოვება არ შეიძლება!
ქვემოთ მოცემულია საბრძოლო თიკ‐ის ელემენტები და მათი განხილვა. ჩასადები – გამომდინარე იქიდან, რომ თიკ ყოველთვის თან უნდა გვქონდეს დღეღამის ნებისმიერ დროს, ის უნდა იყოს სატარებლად მოსახერხებელი, წყალგაუმტარ შეფუთვაში, არ იწვევდეს დისკომფორტს, არ უნდა გვიშლიდეს ხელს სიარულში, ჯდომაში, ხტუნაობაში, სირბილსა და ძილში. საშუალო სიდიდს კომპლექტისთვის გამოიყენება შესაბამისი ზომის მსუბუქი მეტალის, ან პლასტმასის ყუთები. დიდი კომპლექტებისთვის სპეციალური ჩანთები და გუდები. ჩასადების ზომა და მასალა დამოკიდებულია თქვენს არჩევანზე და შესაძლებლობებზე. ტარებისას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს კომფორტს, ამიტომ კომპლექტის განთავსება მიზანშეწონილია წელზე. თუ საგნების რაოდენობა მინიმალურია, კომპლექტის ჩადება ჯიბეშიც შეიძლება. ბლოკნოტი – ჩანაწერების გასაკეთებლად. სასურველია წყალგამძლე. უკიდურეს შემთხვევაში გამოვიყენებთ კოცონის დასანთებად. ფანქარი – სასურეველია ქიმიური, რათა ქვებზე და ხეებზე დავიტანოთ შორიდან შესამჩნევი ნიშნები. შეიძლება პატარა საწერი კალამის დამატება ფანქრის ნაცვლად. დასაკეცი დანა (ძირითად დანის დამატებით) – მაქსიმალურად კარგი კომპლექტაციით (მაკრატელი, პინცეტი, გასახსნელი და ა.შ.). სასურველია ცნობილი ფირმების Viktorinox, Wenger, Aitor და Gerber. სპეციალური ასანთი – ინთება ქარში და უძლებს ნესტს. 1, ან 2 შეკვრა. წყლის გამწმენდი აბები – სასურველია ცნობილი და გამოცდილი ფირმების, მაგალითად Katadyn. 10, ან 20 აბი. ერთი აბი 15 წუთში წმენდს 1 ლიტრ წყალს ძირითადი ვირუსებისგან. 30 წუთის დაყოვნების შემთხვევაში დაბინძურებული წყალი იწმინდება ყველა ბაქტერიასა და ვირუსისაგან. ცივ ამინდში სრული გაწმენდის დრო იზრდება 4 საათამდე. სანთელი – რომელსაც ვახვევთ ალუმინის ფოლგას. გამოდგება წვიმაში კოცონის დასანთებად და თავშესაფრის გასანათებლად. სასტვენი – სიგნალების გადასაცემად. მინიკომპასი – შეუცვლელია ნავიგაციისას. თუ უბნის რუკაც გექნებათ, დაკარგვის ალბათობა მკვეთრად მცირდება. სასურველია ცნობილი ფირმების მინიკომპასების შეძენა, მაგალითად Silva. კომპასს სჭირდება პერიოდული შემოწმება, რათა დეფორმაციის გამო არ გაჟონოს სითხემ და ჩვენება იყოს ზუსტი. პატარა ზომის გამადიდებელი შუშა – მზიან დღეს შესაძლებელია კოცონის დანთება. მაგნეზიის ცეცხლგამჩენი – მაგნეზიისგან დამზადებული ხელსაწყო, რომელიც ლითონის საგნის მასზე ჩამოკვრისას იძლევა ხშირ ნაპერწკლებს და გამოყოფს სითბოს. შეუძლია აანთოს ხმელი ბალახი. მინიფანარი ‐ მცირე ზომის ფანარი გამოდგება რუკაზე მუშაობისას და თავშესაფარში. სათევზაო კომპლექტი – მცირე მოცულობისაა და თუ თევზაობა იცით და დროც გაქვთ, შეგიძლიათ გამოიყენოთ დანიშნულებისამებრ. სარკე – მცირე ზომის სარკე გამოდგება სიგნალის მისაცემად და თვალისთვის მიუწვდომელი, დაზიანებული ადგილების სანახავად. ნემსი და სქელი ძაფი ‐ გამოიყენება დაზიანებული ტანსაცმლის და ეკიპირების შესაკეთებლად. შესაძლებელია ძაფის დახვევა ნემსებზე. სკოჩი და ჩინური წებო ‐ ინგლისური გულსაბნევი ‐ გამოიყენება დაზიანებული ტანსაცმლის და ეკიპირების სწრაფი შეკეთებისთვის. მავრთული – გამოდგება ტანსაცმლის და ფეხსაცმლის შეკეთებისას. რაიმეს დასამაგრებლად. მავრთული შეგიძლიათ დაახვიოთ ლურსმნებს. ხერხი – შუაში გადაჭრილი ე.წ. "ნაჟოვკა”. პრეზერვატივი – სხვადასხვა საგნების ჰერმეტიზაციისთვის, იარაღის ლულის წყლისგან დასაცავად და წყლის დასაგროვებლად. ფული – სასურველია რკინის ფული თვითგადარჩენის გაფართოებული კომპლექტი საკვების ხელუხლებელი მარაგი – მშრალი საკვების თრევას, 2‐3 ხორცის კონსვერვი, შაქარი და მარილი ჯობია. ასევე შეიძლება მშრალი საკვებიდან ძირითადი ულუფის და გამაცხელებლის ამოცლა და თან წაღება. პირადი აფთიაქი ‐ საბრძოლო დანა ‐ სასურველია ხარისხიანი შენადნობებისგან დამზადებული. საწვიმარი კაპრონის თოკით და დამჭერებით ‐ წყლის მათარა ‐ ამ ყველაფრის საკმაოდ კომფორტულად ჩალაგება შეიძლება აი ამაშიც:.

 

Category: რჩევები ახალბედებს | Views: 1510 | Added by: misho | Tags: თვითგადარჩენის ინდივიდუალური კომპლე | Rating: 0.1/67
Total comments: 0
avatar