+1 (234) 234-2345
menu
person

10:08 PM
წმინდა თეოდორე ტირონის ეკლესია

ლელიანში, სოფლის სასაფლაოზე, შემორჩენილია მე-11-მე-12 საუკუნეების ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი-წმინდა თეოდორე ტირონის ეკლესია. შენობა თავდაპირველად რიყის ქვით ნაგები სამეკლესიანი ბაზილიკა ყოფილა.
მე16-მე-17 საუკუნეებში საფუძვლიანი გადაკეთების დროს მას შუა თაღის ადგილას კარვისებური სახურავით დასრულებული აგურის რვამალიანი სამრეკლო დააშენეს, რამაც დაარღვია ნაგებობის თავდაპირველი გეგმა. ამჟამად მთავარი ნავი ერთიანი, მთლიანი და დამოუკიდებელი სივრცეა ორი შესასვლელით, ღრმა და ვრცელი კამარით, მაღალი და ღრმა საკურთხევლით. გარეშემოსასვლელი ადრე თაღოვანი უნდა ყოფილიყო, დღეს იგი გადაკეთებულია. ორივე მინაშენი აღმოსავლეთ აბსიდით არის დასრულებული, თუმცა ორივე მაინც დამოუკიდებელი სივრცეებია.  ეკლესიას შესასვლელი დასავლეთის მხრიდან აქვს. ძეგლი ახალი აღდგენილია. სოფელი ლელიანი მდებარეობს კახეთში, ისტორიულ გაღმა მხარში, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, ლაგოდეხიდან 30 კილომეტრის დაშორებით.

 

Category: ლაგოდეხი | Views: 1311 | Added by: misho | Tags: წმინდა თეოდორე ტირონის ეკლესია | Rating: 0.1/71
Total comments: 0
avatar