+1 (234) 234-2345
menu
person

8:05 PM
ტყეში თავის გადარჩენა

არაერთი შემთხვევა ყოფილა, როცა გამოუცდელი ადამიანები ტყეში დაკარგულან. როგორ უნდა მოიქცეს ტყეში გზააბნეული ადამიანი?

გზის დაკარგვისთანავე მან მოძრაობა უნდა შეწყვიტოს და კომპასის ან სხვა ბუნებრივი ნიშნების მიხედვით გაარკვიოს ორიენტაცია. თუ მხარეების გაგნება ვეერ მოახერხა, სჯობია მშრალ ადგილას დროებითი თავშესაფრის მოწყობაზე იზრუნოს. თთავშესაფრად გამოდგება ფანჩატური, ქოხი მიწური.

წელიწადის თბილ დროს უმჯობესია, გადაფარული ადგილების მოწყობა. ორი 1,5-მეტრიანი მაჯის სიმსხო სარი, რომლებსაც ორკაპი ბოლოები აქვს, ჩაასვეთ ერტმანეთისგან 2-2,5 მეტრის დაშორებით, ორკაპებში ჩდეთ შედარებით მსხვილი ლატანი. მასზე 45-60 გრადუსი კუთხით, ღვედით ან მცენარის

ტყავით ამაგრებენ ხის 4-5 ღეროს, რომლებზედაც კრამიტისებურად, ქვემოდან ზემოთმაგრდება ხის ფოთლოვანი ტოტები. მშრალი ხავსისგან აგებენ იატაკს. შემდეგ სადგომს ვიწრო თხრილს შემოავლებენ, რათა წვიმის დროს მასი წყალი არ დადგეს. სანამ მშენებლობას შევუდგებოდეთ, საჭიროა მასალის მომარაგება.

როცა უღრან ტყეში ხართ., დაკარგული გზის გაგნება გაგიჭირდებათ, რადგან ირგვლივ ხეები, ბუჩქები, ყველაფერი ერთიმეორეს გავს. ასეთ დროს შეიძლება წრეზე იაროთ და ვერც შეამჩნიოთ, რომ ერთსა დაიმავე ადგილას რამდენჯერმე გაიარეთ. თუ ბუნებრივი ნიშნების ამოცნობა შეგიძლიათ, საქმე გაგიადვილდებათ, მაგალითად ბებერ ხეებზე ხავსი ჩრდილოეთის მხრიდანაა ამოსული. წიწვოვან ხეებს ფისის წვეთები სამხრეთის მხარეს უფრო მეტი აქვს. თუ გამიზნული მიმართულებით მიდიხართ, ყოველ 100-150 მეტრის გავლის შემდეგ აირჩიეთ კარგად გამორჩეული ორიენტირი. 



Category: რჩევები ახალბედებს | Views: 1165 | Added by: misho | Tags: თავის გადარჩენა, ტყეში | Rating: 0.0/135
Total comments: 0
avatar