+1 (234) 234-2345
menu
person

3:41 PM
როგორ ჩავალაგოთ ჩანთა (ლაშქრობისთვის)

ჩანთის ჩალაგებისას პირველი რაც უნდა დავიმახსოვროთ არის,სიმძიმის ცენტრი აუცილებლად უნდა გადანაწილდეს ბეჭებზე და მაქსიმალურად ახლოს იყოს ზურგთან. რაც უფრო შორსა სიმძიმის ცენტრი ზურგისგან მით უფრო მალე იღლებით, თუნდაც ნაკლებადმძიმე ტვირთის დროს. სიმძიმის ცენტრის ქვევით ან ზევით განთავსების შემთხვევაში საგრძნობლად გვიჭირს სიარული უსწორმასწორო გზაზე სადაც ხშირად გვჭირდება მოხრა ან გვერდებზე გადახრა.

№1. ჩანთის დაბლითა განყოფილებაში (რომელიც უმრავლესობა ჩანთებს აქვთ) უნდა ჩავდოთ მსუბუქი ნივთები მაგ: საძილე ტომარა,თბილი ტანსაცმელი და ა.შ
№2. შედარებით მძიმე ნივთები იდება ზურგთან ახლოს.როგორც წესი ეს არის საჭმელი კონსერვების სახით და წყლის მარაგი.
№3. ტანსაცმელი და ყველა დანარჩენი საშუალო სიმძიმის ნივთები თავსდება ჩანთის ამ განყოფილებაში.აქაც უფრო საჭირო ნივთებს ვათავსებთ ზემოთ ნაკლებად საჭირო ნივთებს ქვემოთ.
№4. დღის მსუბუქი საჭმელი,ხელსახოცები,საპირფარეშოს ქაღალდი,საწვიმარი და სხვა აუცილებელი სალაშქრო ინვენტარი
№5. ჩანთის ამ ნაწილში ვინახავთ ყველაფერს იმას რაც ლაშქრობაში არ გვჭირდება ან ნაკლებად გვჭირდებან მაგ: სახლის ან მანქანის გასაღები,საბუთები საფულე ფული და სხვა ფასეული ნივთები.რაც შეეხება წვრილმან აუცილებელ ნივთებს როგორიცა კოპასი,რუქა,ფანარი,დანა,ასანთი სასურველია განვათავსოთ გარე ჯიბებში.
№6. რაც არ გვეტევა ჩანტაში შეგვიძლია მივამაგროთ გარედან სპეციალური საკიდრებით,რომელიც ყველა ჩანთას მოყვება.მიმაგრება შეგვიძლია გვერდებზე თავში ან ბოლოში მაგრამ გვახსოვდეს ზედმეტი სიმაღლე და სიგანე ხელს შეგვიშლის ტყეში მოძრაობისას.
რაც მთავარია ხელები აუცილებლად უნდა იყოს თავისუფალი.დაიმახსოვრეთ ნივთი ან ნივთები რომელიც ხელში შეიძლება გვეჭიროს შეიძლება იმაზე უსიამოვნო იყოს ვიდრე არასწორად ჩალაგებული ჩანთა.
ჩანთის ჩალაგებისს შემდეგ შეამოწმეთ ის.ყველაფერი ადგილზეა თუ არა მიმაგრებული თუა კარგად შეამოწმეთ ყველა პლასმასის დეტალი სადმე ბზარი ხომ არ აქვს.ხომ არ არის ჩანთის სიმძიმის გადაწონვა მარცხინვ ან მარჯვნივ. დაიმახსოვრეთ ჩანთის და თქვენი წონის მაქიმალური შეფარდება უნდა იყოს 1/3 წინაღმდეგ შემთხვევაში შორს ვერ წახვალთ.
ჩანთის მოკიდებისას სიჩქარე არ ივარგებს.დიდ წონიანი ჩანთა აუცილებლად სიმაღლიდან უნდა მოვიკიდოთ თუ არ არის ამის საშვალება ვთხოვოთ მეგობარს ან მოვიქცეთ ისე როგორც სურათზეა ნაჩვენები.

 პ.ს ჩანთა უნდა იყოს წყალგამძლე ან სპეციალური საწვიმრით აღჭურვილი, მაგრამ ასეთი ჩანთის უქონლობის შემთხვევაში უარს ნუ იტყვით ლაშქრობაზე უბრალოდ ყველა ნივთი ჩააწყეთ არკებში და ისე ჩადეთ ჩანთაში.

წყარო: www.clubieti.wordpress.com

 

 

 

 

 

 

 

 


Category: რჩევები ახალბედებს | Views: 2216 | Added by: misho | Tags: როგორ ჩავალაგოთ ჩანთა | Rating: 4.1/80
Total comments: 0
avatar