+1 (234) 234-2345
menu
person

7:55 PM
პირველი დახმარება მზის დაკვრის და ორგანიზმის გადახურების დროს

თუ ადამიანი თავდაუხურავი დიდხანს იმყოფება მზეზე, მოსალოდბნელია მზის დაკვრა. მზის სხივების მოქმედებით თავის ტვინის სისხლძარღვები ჩლიერ ფართოვდება, რაც იწვევს სისხლის გაძლიერებულ დინებას თავისკენ, ჰიპერმიას, ამას კი შეიძლება მოჰყვეს ტვინის გარსების და ზოგჯერ ტვინის ანთება (მენინგიტი და ენცეფალიტი). მზის დაკვრის პირველი ნისნებია: სახის წამოწითლება, თავის ტკივილი, თავბრუს, გულის რევა. უფრო მძიმე შემთხვევაში ამ სიმფრომებს ერთვის ღებინება და გონების დაკარგვა. ვითარდება გულ-სისძარღვთა სისტემის უკმარისობის ნიშნები, ქოშინი, გულის ცემის აჩქარება, არითმია და სხვა. ადამიანის ორგანიზმის გადახურების შემთხვევაშიც მსგავსი კლინიკური მოვლენები ვითარდება. ორგანისმის გადახურებას იწვევს შემდეგი ფაქტორების ზემოქმებება: 1)გარემოს მაღალი ტემპერატურა, 2)თბილი და შემოჭერილისამოსი გარემოს შედარებით მაღალ პირობებში, 3)გაძლიერებული ფიზიკური შრომა და სითხის (წყლის ნაკლებობა ორგანიზმში. ორგანიზმის გადახურების ნიშნებია: სართო სისუსტე, თავბრუ, ძილიანობა, თავის ტკივილი, ტემპერატურის მომატება 38-39გრ -ამდე, სახის წამოწიტლება, მძიმე შემთხვევაში ავადმყოფი კარგავს გონებას, სახე უფერმკრთალდება, ციანოცი ვითარდება, სხეულზე ცივი ოფლია, წნევა ეცემა. ასეთმა მძიმე მდგომარეობამ ავადმყოფი შეიძლება დაღუპვაზე მიიყვანოს. როგორც მზის დაკვრის, ისე ორგანიზმის გადახურების შემთხვევაში, პირველი დახმარებაა ავადმყოფის რაც შეიძლება გამოყვანა მზის მოქმედებიდან ან ცხელი შენობიდან. იგი უნდა დავაწვინოთ სიგრილეში-ჩრდილში, გავანთავისუფლოთ შემოჭერილი ტანსაცმელისგან, თავსა და გულის არეზე დავასხუროთ ცივი წყალი ან დავაფინოტ ცივი ტილო. თუ ავადმყოფი გონზეა , ვასმევთ ცივ წყალს. თუ უგონოდაა, კანქვეშ შევუყვანოთ ფიზიოლოგიური ხსნარი. ვასუნთქბინებთ ნიშადურის სპირტს, კანქვეშ გავუკეთებთ ქაფურს, კოფეინს, კარდიამინს, სუნთქვის შეჩერების შემთხვევაში ჩაუტარებთ ხელოვნურ სუნთქვას (რეანიმაციას).

მომზდებულია (გ.ყუფარაძე-ის "შინაგანის დავადებების" მიხედვით)

Category: რჩევები ახალბედებს | Views: 1391 | Added by: misho | Tags: პირველი დახმარება მზის დაკვრის და ო | Rating: 0.1/102
Total comments: 0
avatar