+1 (234) 234-2345
menu
person

4:56 PM
პატარა ჩაილური

პატარა ჩაილური — სოფელი საგარეჯოს მუნიციპალიტეტში (ჩაილურის თემი). მდებარეობს გომბორის ქედის სამხრეთ-დასავლეთ მთისწინეთზე. ზღვის დონიდან 750 მეტრი, საგარეჯოდან 18 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 1062 კაცი. ეროვნული შემადგენლობა: ქართველები 99%.



ჩემმა საათმა ჩაილურის წყალი დალია…  ალბათ ყველამ იცით ეს გამონათქვამი ცნობილი ქართული ფილმიდან ,,მხიარული რომანი“ სადაც იპოლიტე ხვიჩია იძახის ჩემმა საათმა ჩაილურის წყალი დალიაო. მე შევეცდები მოგიყვეთ ამ ლეგენდის შესახებ თუ საიდან მოდის ეს ფრაზა.

სოფლის სახელი შედგება ორი თურქულ-სპარსული სიტყვისაგან (ჩაი- წყალი, ლური-ხევი) და ნიშნავს ხევის წყალს არსებობს არსებობს მთელს საქართველოში გავრცელებული ერი მეტად ხატოვანი გამოთქმა:"ჩაილურის წყალი დალიაო" რაც ნიშნავს რომ "წასულია მისი საქმე" ანუ "დაკარგულია" ეს გამოთქმა ჩვენი ქვეყნის ბედუკუღმართი ისტორიის ანარეკლს წარმოადგენს. ძნელბედობის ხანაში, როდესაც დაღესტნელი ფეოდალები თავს ესხმოდნენ ქართლ-კახეთს, მდევარი, განსაკუთრებით ქართლიდან, ტყვეთა და მოპარული საქონლის დასახსნელად ჩაილურის ხევამდე მისდევდა მტერს. თუ წაართმევდნენ ტყვეებს მშობლიურ კერას უბრუნებდნენ თუ ვერ მიეწეოდნენ და ჩაილურის ხევს გადაასწრებდნენ მარბიელნი. შინ დაბრუნებული მდევარი უიმედოდ იტყოდა "ვერაფერი გავაწყეთ ჩაილურის წყალი დალიეს უკვეო". რაც იმას ნიშნავდა რომ სამუდამოდ ეთხოვებოდნენ ნათესავები მშობლიური კერიდანმოწყვეტილ ახლობლებს.



კოორდინატები: 41°42′39″ ჩ. გ. 45°30′47″ ა. გ.







 

Category: საგარეჯო | Views: 1264 | Added by: misho | Tags: პატარა ჩაილური | Rating: 0.0/186
Total comments: 0
avatar