+1 (234) 234-2345
menu
person

2:48 AM
ლაშქრობის წესები
ლაშქრობის წესები:
1) კარგად უნდა გვესმოდეს ის სირთულეები რაც დახვდება გზაში (აღმართებში სიარული, ეკლიან ბუჩქებში გავლა,
მთებზე და კლდეებზე ძრომიალი პატარა მდინარეებზე გადასვლა და ა.შ)
2) შესაბამისი ტანსაცმლით წამოსვლა. (ბოტასები ან კეტები, ზამთარში "ბატინკები”, შარვალი და ზედა რომელიც არ
დაგვენანება რომ დაიხეს)
3) ზურგჩანთის წამოღება და არა პარკის ან ხელჩანთის! (თუ არ აქვს ზურგჩანთა, აუცილებლად გაფრთხილებულ იქნას
ხელმძღვანელი!)
4) რა უნდა წამოიღოს სტუმარმა: წყალი, საჭმელი (საჭმელი შეიძლება წინასწარ იყოს შეძენილი საერთო თანხით) და
საწვიმარი! დანარჩენი ნივთები უკვე ხელმძღვანელზეა დამოკიდებული რას იტყვის იმის მიხედვით სად მივდივართ
ან რამდენ დღიანი მარშუტი გვაქვს.
5) ალკოჰოლიური სასმელის წამოღება, აუცილებლივ ხელმძღვანელთან იყოს შეთანხმებული!
6) დაუშვებელია წუწუნი და უაზრო პრეტენზიები!
7) სასურველია დათქმულ დროს არ დაიგვიანოთ. დამგვიანებელს არ დაელოდებიან!
8 ) ასევე ყოველი გასვლა, აუცილებლად უნდა დაფიქსირებული იყოს "სამომავლო გასვლების” განყოფილებაში.
9) ლაშქრობაში, ჯგუფში უნდა სუფევდეს ერთიანობა, პატივისცემა და ურთერთ მხარდაჭერა.
10) ყოველი მოლაშქრე ვალდებულია ლაშქრობაში შეისწავლოს ის უნარები, რაც საჭიროა ბუნებაში ადაპტაციისათვის.
11) ჯგუფის წევრები ვალდებული არიან დაემორჩილონ ჯგუფის ხელმძღვანელს და ასევე უფრო გამოცდილ ხალხს!
12) დაუშვებელია თვითნებურად მარშუტიდან გადასვლა (თუ რაიმე საგანგებო სიტუაცია არ შეიქმნა), თუმცა მცირე
კორექტივების შეტანა შესაძლებელია.ამ ჩამოთვლილი წესებიდან რომელიმეს დარღვევა, გამოიწვევს დამნაშავის
მიმართ შესაბამისი ზომების გამოყენებას!

მოთხოვნები!

ბუნებისმოყვარული, რომელიც გადაწყვეტს მთაში იაროს, სასურველია გარკვეულ ფიზიკურ და სულიერ
მოთხოვნებს აკმაყოფილებდეს.უპირველეს ყოვლისა, მას ძალიან უნდა უყვარდეს მთა და ის მოვლენები, რომელიც
მთაში სიარულს ახლავს თან. იგი უნდა იყოს მიზანსწრაფული, შეუპოვარი, უშიშარი, დაუზარელი და მეგობრის
დახმარებისთვის მოწოდებული. არ უნდა იწუწუნოს და იხტიბარი გაიტეხოს იმ აუცილებელ წინააღმდეგოგებზე,
რომელიც მთაში სიარულს თან ახლავს; კერძოდ ეს შეიძლება იყოს აუტანელი სიცხე და საშინელი სიცივე, წვიმა და
თოვლი, დაუსრულებელი აღმართ დაღმართი, მძიმე ზურგჩანთა, ძლიერი დაღლილობა, აუტანელი წყურვილის და
შიმშილის გძნობა და სხვა. ბუნებისმოყვარული, რომელიც მთაში აპირებს სიარულს, ფიზიკურად ძლიერი უნდა იყოს,
ადვილად არ უნდა იღლებოდეს, უნდა შეინარჩუნოს წონა და მთელი წლის განმავლობაში სისტემატურად უნდა
ვარჯოშობდეს, რათა სიარულის დროს სხვისი დახმარება არ დასჭირდეს. თუ ეს თვისებები მას არ გააჩნია, იგი მთაში
სიარულისთვის – შეიძლება პირდაპირ ითქვას, არ ივარგებს. სასურველია ბუნებისმოყვარულმა, მთასი სიარული,
იოლად დასაძლევი სვლაგეზებით დაიწყოს, ძალები მასზე მოსინჯოს, სესაფერი და მოსარგები აღჭურვილობის მარაგი
თანდათან შეავსოს და ურო რჱული და რათქმა უნდა, უფრო საინტერესო სვლაგეზებისთვის მოემზადოს!

საშიშროებები

სირთულეები მთაში, მთისმოყვარულმა, სასურველია წინასწარვე გაითვალისწინოს.
მთასი, მოგზაური სეიძლება ისეთი სირთულეების წინასე აღმოჩდეს, რომ მისი დაძლევა გამოცდილ მთასვლელსაც კი
გაუჟირდეს.სირთულეებად შეიძლება ჩაითვალოს ჰაერის მაღალი და დაბალი ტემპერატურა და მატი სწრაფი
მონაცვლეობა, ნისლი, წვიმა, ელ‐წექი, სეტყვა, თოვლიანი, ყინულიანი და კლდოვანი მონაკვეთები, საშუალო და
ძლიერი ქარი, ქარბუქი, მზის გამოსხივება, სიბნელე, რომელიც უფრო მკვეთრია ღრუბლიან და უმთვარო ღამეში.
მთაში მოსიარულისათვის მნიშვნელოვან საშიშროებად სეიძლება ჩაითვალოს ორიენტაციის დაკარგვა, ანუ გზის
აბნევა.მთაში არსებული სირთულეების გაუთვალისწინებლობა, შეიძლება მოყინვის, დამწვრობის, ტრამვების და სხვა
არასასურველი შემთხვევის მიზეზი გაზდეს .

აღჭურვილობა

რაციონალურად შერჩეული აღჭურვილობა მოგზაურს, მთაში სასიამოვნო კომფორტს უქმნის. იგი
უნდა იყოს, რაც შეიძლება, მცირე მოცულობის და მსუბუქი.
ჩასაცმელებიდან სასურველია გქონდეთ მაგარლანჩიანი და მაღალყელიანი ფეხსაცმელი, ორი წყვილი ყინდა, გრილი
და თბილი გრძელი შარვალი, გრზელსახელოიანი ბამბის პერანგი, თბილი, გრზელსაყელოიანი სვიტერი, ქარის და
წვიმის ნაკლებად გამტარი ანორაკი, საწვიმარი ლაბადა, მძის ქუდი, თბილი ქუდი და ხელთათმანი.
ნივთებიდან სასურველია გქონდეთ მზის სათვალე, ჭოგრიტი, ოტოაპარატი, ფანარი, შუბლოს ფანარი, ფანარის
ელემენტები, ჭყლის მათარა, ალუმინის ან პლასმასის ჭიქა, დანა, კოვზი, ბლოკნოტი, პასტა, ფანქარი, ნემსი და ძაფი,
შესახვევი მასალა, აუცილებელია წამლები და ტუალეტის ქაღალდი.
საკვები პროდუქტებიდან – პური, ორცხობილა, ხაჭაპური, მშრალი ნამცხვარი, ყველი, შედედებული რძე,
კონსერვები:ხორცის, თევზის, ბოსტნეულის, ძეხვი და რათქმაუნდა წყალი.
თუ ტქვენ ღამისთევას აპირებთ, მაშინ უნდა იქონიოთ დიდი ზომის ზურგჩანთა, კარავი, საძილე ტომარა, გასაბერი
ბალისი, ასანთი და რეზინის პატარა ნაგლეჯი ცეცხლის ადვილად დასანთებათ,
სვლაგეზის რთულ მონაკვეთზე სასიარულოდ შეიძლება დაგჯირდეთ – მსხვილი თოკი სიგრძით 15 ან 20 მეტრი,
წვრილი თოკი 2‐3 მეტრი, წერაქვი და კარაბინები.

სასიარულო დრო

აღმართიან მონაკვეთებზე სასიარულო სიჩქარე საათში საშუალოდ 2‐2,5 კილომეტრია
გათვალისწინებული, ხოლო დაღმართებსი 5‐6 კილომეტრი საათში.
მთაში მოგზაურუ როგორც წესი, საათში 50 წუთს დადის და 10 წუთი ისვენებს.
Category: რჩევები ახალბედებს | Views: 1270 | Added by: misho | Tags: ლაშქრობის წესები | Rating: 0.0/112
Total comments: 0
avatar