+1 (234) 234-2345
menu
person

11:32 PM
ბაწარას სახელმწიფო ნაკრძალი

ბაწარას სახელმწიფო ნაკრძალი საქართველოს ჩრილო - აღმოსავლეთ ნაწილში, ახმეტის რაიონში, დიდი კავკასიონის სამხრეთ ფერდზე, ზღვის დონიდან 900 - 2000 მ.-ზე მდებარეობს. მისი ფართობი 3000 ჰექტარზე მეტია. ჰავა აქ ზომიერად ნოტიოა. ნაკრძალში დაცულია რელიქტური სახეობის - უთხოვარის ხელუხლებელი კორომი. ტერიტორია მოიცავს წიფლნარ და შერეულ ტყეებს, სადაც შემორჩენილია უთხოვრის უნიკალური კორომი. განსაკუთრებით აღსანიშნავია ათასწლოვანი ეგზემპლიარების არსებობა. უთხოვარის ასეთი მასიური, ასაკოვანი, ხელუხლებელი კორომი საქართველოს ფარგლებში არსადაა შემორჩენილი. ნაკრძალში ტყე კარგადაა დაცული, რაც იმის შედეგიცაა, რომ ადგილობრივ მოსახლეობას უთხოვარი წმინდა, ანგელოზების ხედ მიაჩნია. უთხოვარის გარდა კორომი მოიცავს რცხილას, თელამუშს, თელას, ცაცხვს, ნეკერჩხალს, იფანს და სხვ. ნაკრძალში ძუძუმწოვრებიდან გვხვდება შველი, კვერნა, წავი, დათვი, არჩვი, ფოცხვერი, მგელი, ტურა და სხვ.ფრინველთაგან - ორბი, არწივი, შაშვი, როჭო და სხვ. დასაშვებია მხოლოდ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ტურიზმი, გადაადგილება შესაძლებელია ფეხით და ცხენით სპეციალურად განსაზღვრულ მარშრუტებზე.

Category: საინტერესო ცნობები | Views: 1215 | Added by: misho | Tags: ბაწარას სახელმწიფო ნაკრძალი | Rating: 0.1/89
Total comments: 0
avatar