+1 (234) 234-2345
menu
person

11:35 PM
ბაბანეურის სახელმწიფო ნაკრძალი

ბაბანეურის სახელმწიფო ნაკრძალი კავკასიონის მთავარი ქედის კალთების ძირში, მდ. ალაზნის

მარცხენა ნაპირზე, ზღვის დონიდან 439 ‐ 1000 მ.ზე მდებარეობს. დაარსებულია 1935 წელს, მისი

ფართობი 747 ჰექტარია. ჰავა ზომიერად ნოტიოა. ნაკრძალში დაცულია მესამეული პერიოდის

რელიქტის ‐ კავკასიური ძელქვის უნიკალური მასივი. ძელქვა იზრდება როგორც ცალკე კორომებად,

ისე რცხილასა და ჯაგრცხილასთან ერთდ. შერეულია აგრეთვე მუხა, ნეკერჩხალიდა სხვ. ნაკრძალში

ძელქვის სიმაღლე 20 ‐ 30 მეტრია, დიამეტრი ‐ 90 სანტიმეტრამდეა. ქვეტყეს ქმნის კუნელი, კვიდო,

შინდანწლა, ზღმარტლი, ასკილი. ნაკრძალში მრავალი სახეობის ძუძუმწოვარი და ფრინველი

ბინადრობს. დაშვებულია მხოლოდ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ტურიზმი, გადაადგილება

შესაძლებელია ფეხით და ცხენით სპეციალურად განსაზღვრულ მარშრუტებზე. 

Category: საინტერესო ცნობები | Views: 1090 | Added by: misho | Tags: ბაბანეურის სახელმწიფო ნაკრძალი | Rating: 0.1/56
Total comments: 0
avatar