+1 (234) 234-2345
menu
person

1:03 PM
ანაგას ეკლესია

ანაგას ცივ-გომბორის მთების მხრიდან გადმოჰყურებს მთავარანგელოზის ეკლესია (XVII ს–ე), რომელთანაც მთავარანგელოზის ხევს მივყავართ. ტაძარი სოფელთან საკმაოდ მოშორებით, მთის ტყიან ფერდობზე დგას და აშენებულია როგორც რიყის ქვით, ისე ქართული აგურით. აქ არსებული პირობები ხელსაყრელი იყო სამონასტრო ცხოვრების ასაღორძინებლად. ადგილ-მდებარეობის მიხედვით ამ ადგილს ნამდვილად, სტრატეგიული მნიშვნელობაც ჰქონდა. ძნელბედობის ჟამს ეკლესიის და მისი მიმდებარე ტერიტორიის სიმაგრედ გამოყენებაზე მეტყველებს მის მოპირდაპირე მხარეს, მარჯვნივ ციცაბო კლდეზე აღმოჩენილი ნანგრევები, რომელსაც მოსახლეობა ,,ნაქალაქარს” უწოდებს. ,,ნაქალაქარი” ე. წ. ,, სვავების კლდეზე ” მდებარეობს.

სიტყვა ,,ანგელოზი” ამბის მახარობელს ნიშნავს. აღსანიშნავია, რომ მათი რიცხვი უსასრულოდ ბევრია. ისინი ქმნიან 9 დიდ დასს რომელთაც 9 მთავარანგელოზი მეთაურობს. წმინდა დიონისე არეოპაგელის მიხედვით ,,მთავარანგელოზების სახელებია: მიქაელი, გაბრიელი, რაფაელი, იეგუდიელი, ვარახიელი, სელაფიელი, იერომიელი და ტახნილი.” მათგან უპირველესნი არიან მიქაელი და გაბრიელი. წმინდა დიონისე არეოპაგელმა მოგვცა ცნობა იმის შესახებაც, თუ რომელ მთავარანგელოზს რა კურთხევა აქვს მიცემული ღმერთისგან. სოფელს მთავარანგელოზ მიქაელის სახელობის ტაძარი გადმოჰყურებს და რადგან მისი მნიშვნელობაა ,,ვითარცა ღმერთი”, როგორც მძლეველი ყველა მტრული ძალისა, იფარავს მას ყოველგვარი უბედურების, მწუხარების, ბოროტებისა და ცოდვისაგან. 21 ნოემბერს მთელი ქიზიყის (და არა მარტო ქიზიყის) მოსახლეობა მოემართემა ამ ტაძრისაკენ სალოცავად. მთავარანგელოზის ხევთან, ქუდურის უბანში, ე. წ. ,,კონსტანტინეს” წყაროსთან ახლოს ,,ყვავის საყდარია”. უხუცესების გადმოცემით, ამ ტაძრიდან ყვავებს მოუპარავთ ხატი და ქუდურის ყველაზე მაღალ ადგილზე დაუსვენებიათ. ამით ნიშანი მისცეს, რომ აშენებულიყო ეკლესია. ამჟამად ,,ყვავის საყდრის” ნანგრევებიღაა შემორჩენილი.





 

Category: სიღნაღი | Views: 1177 | Added by: misho | Tags: ანაგას ეკლესია | Rating: 0.1/83
Total comments: 0
avatar