+1 (234) 234-2345
menu
person

ბახტრიონის ეკლესია — ეკლესია ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ხორბალოს სამხრეთ-აღმოსავლეთით. აგებულია XIX საუკუნეში. ეკლესია დარბაზულია (13,2X6,5 მ), ნაგებია რიყის ქვითა და კვადრატული აგურის რიგების მონაცვლეობით. კედლები შიგნით შელესილია. შესასვლელი დასავლეთიდან და ჩრდილოეთიდან აქვს. აღმოსავლეთით დარბაზისაგან ფართო მხრებით გამოყოფილი წრიული შვერილი აფსიდია. აფსიდში ორი მაღალი თაღოვანი სარკმელია.

Category: ახმეტა | Views: 949 | Added by:  | Date: 2016-09-11 | Comments (0)