მეთევზისათვის, და არამარტო მისთვის, კარავი მნიშვნელოვანი ატრიბუტია, მით უმეტეს, თუ გიწევთ რამდენიმედღიანი გასვლები ბუნებაში. თუ მხოლოდ ერთი ღამის გათევა მიწევს ღია ცის ქვეშ, პირადად მე, ვამჯობინებ მანქანაში ძილს. პირველი იმიტომ, რომ მენანება დროის დაკარგვა, რომელიც კარვის გაშლას სჭირდება – წყლის პირას ერთი სული მაქვს ანკესი გავშალო, ავაწყო და წყალში გადავაგდო...