+1 (234) 234-2345
menu
person

0:05 AM
ვანთას სასახლე

ვანთა — სოფელი თელავის მუნიციპალიტეტში (აკურის თემი). მდებარეობს გომბორის ქედის ჩრდილო-აღმოსავლეთით კალთის ძირას, მდინარე ვანთისხევის ნაპირზე, ზღვის დონიდან 600 მ., თელავიდან 13 კმ, 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 1165 ადამიანი.

ისტორია

ვანთა წყაროებში პირველად XIV საუკუნეში იხსენიება, თუმცა უკვე ადრინდელ ფეოდალურ ხანაში აქ დიდი დასახლება ყოფილა. სოფლის მახლობლად მაღალ გორკაზე გაშენებული იყო VIII - IX საუკუნეების ქართული ხუროთმოძღვრული კომპლექსი. შემორჩენილია ფეოდალის დიდი სასახლის ნანგრევები, დარბაზული ეკლესია, იქვე ახლოს აბანოსა და სხვადასხვა დანიშნულების გვიანდელ ნაგებობათა ნაშთია.

რიყის ქვით ნაგები ორსართულიანი სასახლის ყოველ სართულზე თითო-თითო დიდი და პატარა დარბაზი ყოფილა. ვიწრო პატარა სარკმლებიანი პირველი სართული დამხმარე და სამეურნეო დანიშნულებას ასრულებდა (შემორჩენილია დიდი ბუხარი). მეორე სართული საცხოვრებელი იყო. ნათდებოდა ნალისებრთაღებიანი, მაღალი და ფართო სარკმლებით. ასასვლელად შენობას გარედან მიშენებული ჰქონდა ფართო კიბე, სართულშუა გადახურვა ხის კოჭებს ეყრდნობოდა. ვანთის სასახლე ადრინდელი ფეოდალური ხანის საერო ხუროთმოძღვრების მნიშვნელოვანი ძეგლია.





Category: თელავი | Views: 1170 | Added by: misho | Rating: 3.4/69
Total comments: 0
avatar