+1 (234) 234-2345
menu
person

10:11 AM
წყაროსთავის წმინდა გიორგის ეკლესია

ფშაველი - სოფელი თელავის რაიონში, მდებარეობს მდინარე სტორის (ალაზნის მარცხენა შენაკადი) ნაპირზე. ახმეტა-თელავის საავტომობილო გზაზე. ზ.დ.-დან 460 მ., თელავიდან 35 კმ., თბილისიდან 186 კმ. სოფელზე გადის თელავი-ომალოს საავტომობილო გზა. 

ერთ ერთი ვერსიით, სოფელს სახელი "ფშაველი" ეწოდა იმის გამო, რომ ფშავლებს (მთიანი ფშავის) ამ ტერიტორიაზე ჰქონდათ სახატე ზვრები (ვენახები)... ჯერ კიდევ არიან სოფელში მცხოვრები მხცოვანი ადამიანები, ვისაც კარგად ახსოვთ ფშავლების ნავენახარი ადგილები, (მათ ვენახები ჰქონიათ დღევანდელი საკრებულოს, ამბულატორიისა და კულტურის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე. წყაროებში ფშაველი პირველად იხსენიება XVIII საუკუნეში. სახელწოდება მიიღო ფშაველი მოახალშენეებისაგან. სოფლის ტერიტორიაზე შემორჩენილ ეკლესიათა ნანგრევები ცხადყოფენ, რომ ფშაველი გაცილებით უფრო ძველი სოფელია.



წყაროსთავის წმინდა გიორგის ეკლესია – წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია თელავის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს სოფელ ფშაველის ჩრდილოეთ-დასავლეთით, თელავი-ომალოს საავტომობილო გზის მარცხენა მხარეს, მდინარე სტორის მარჯვენა ნაპირზე, შემაღლებულ გორაზე.







 

Category: თელავი | Views: 1121 | Added by: misho | Tags: ყაროსთავის წმინდა გიორგის ეკლესია | Rating: 4.3/31
Total comments: 0
avatar