+1 (234) 234-2345
menu
person

6:35 PM
სანაგირეს X-XI საუკუნეების მონასტრი

სანაგირეს X-XI საუკუნეების მონასტრი

სანაგირე — X-XI საუკუნეების მონასტერი გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაზისუბნის მახლობლად მდებარეობს. ვაზისუბნიდან 6 კილომეტრზე, ძეგლი უღრან ტყეში, მთაზე არის აშენებული. სამონასტრო კომპლექსში შედის წმ. გიორგის სახელობის სამნავიანი ბაზილიკა (X-XI საუკუნეები); მასზე მიდგმული ერთნავიანი ბაზილიკა (შუა საუკუნეები), მათგან ოციოდ მეტრში სამონასტრო ნაგებობების ნანგრევებია, სავარაუდოდ, სატრაპეზოსი და გალავანი კომპლექსის გარშემო.
ყველა ძეგლი შირიმის ქვით და ძველი ქართული აგირით არის ნაშენი. ადგილობრივები სანაგირეობას აღდგომის მეორე დღეს ზეიმობენ.

Category: გურჯაანი | Views: 1331 | Added by: misho | Tags: სანაგირეს X-XI საუკუნეების მონასტრი | Rating: 4.3/60
Total comments: 0
avatar