+1 (234) 234-2345
menu
person

10:22 PM
ჰიპოთერმია (გადაციება)

ადამიანის ორგანიზმზე დაბალი ტემპერატურის ზემოქმედებისას ვითარდება გადაციება ანუ ჰიპოთერმია. 
ჰიპოთერმიაზე მიუთითებენ მაშინ, როდესაც სხეულიხ ტემპერატურა ქვეითდება 350C-მდე და უფრო მეტად. ჰიპოთერმია წყალში ვითარდება 25-ჯერ უფრო სწრაფად, ვიდრე ჰაერზე ყოფნისას. ჰიპოთერმია უფრო სწრაფად უვითარდებათ ბავშვებსა და მოხუცებს.

ჰიპოთერმიის დამახასიათებელი ნიშნებია:

  • კანკალი (გახსოვდეთ კანკალი არ არის მუდმივი/მყარი ნიშანი);
  • შეხებით ცივი, მკრთალი ფერის, მშრალი კანი;
  • ძილიანობა, საერთო სისუსტე, ცნობიერების დაბინდვა, მძიმე შემთხვევაში უგონო მდგომარეობა;
  • იშვიათი, ზერელე სუნთქვა;
  • იშვიათი, სუსტი პულსი;
  • მძიმე შემთხვევებში გულის გაჩერება.

პირველი დახმარება ჰიპოთერმიის დროს: 

  1. გადაიყვანეთ დაზარალებული ცივი გარემოდან. დროულად გამოიძახეთ გადაუდებელი სამედიცინო დახმარების სამსახური;
  2. თუ დაზარალებულის ტანსაცმელი სველია, ფრთხილად გახადეთ, გაამშრალეთ დაზარალებული და შეახვიეთ თბილ საბანში; 
  3. არ მისცეთ დაზარალებულს სიარულისა და მოძრაობის უფლება. მისი გადაყვანისას იმოქმედეთ ძალიან ნელა, რადგან მკვეთრი მოძრაობისას ჰიპოთერმიის დროს შეიძლება განვითარდეს გულის გაჩერება. დაათბუნეთ დაზარალებული;
  4. არ გამოიყენოთ დაზარალებულის გასათბობად სათბურები ან სხვა ადგილობრივი გამათბობლები. აუცილებელია დაზარალებულის სხეულის თანაბარი თანდათანობით გათბობა!!!
  5. თუ დაზარალებელი გონზეა, მიეცით მას თბილი სასმელი, მაგრამ გახსოვდეთ, რომ არ შეიძლება ჩაის, ყავის და ალკოჰოლის მიცემა;
  6. თუ დაზარალებული უგონოდაა - გახსენით სასუნთქი გზები, შეამოწმეთ სუნთქვა და ცირკულაციის ნიშნები. თუ ცირკულაციის ნიშნები და სუნთქვა არის, გადაიყვანეთ დაზარალებული უსაფრთხო მდებარეობაში. თუ სუნთქვა და ცირკულაციის ნიშნები არ არის დაიწყეთ გულ-ფილტვის რეანიმაცია.

გახსოვდეთ!

  • მოხუცებსა და ბავშვებში ჰიპოთერმია უფრო სწრაფად და ადვილად ვითარდება.
  • ჰიპოთერმიის დროს აუცილებელია დაზარალებულის სხეულის თანაბარი, თანდათანობითი გათბობა. ამისათვის არ გამოიყენოთ დაზარალებულის გასათბობად სათბურები ან სხვა ადგილობრივი გამათბობლები.
Category: რჩევები ახალბედებს | Views: 1381 | Added by: misho | Tags: ჰიპოთერმია (გადაციება) | Rating: 4.3/35
Total comments: 0
avatar