+1 (234) 234-2345
menu
person

6:24 PM
15 ფილმი მოგზაურობაზე

 

ზამთარი — დღესასწაულების, რომანტიკის და მაგიის დრო, როცა განსაკუთრებულად გვინდა ავიღოთ შვებულება და გავემგზავროთ სამოგზაუროდ. თუმცა, თუ გარემოებები ამის საშუალებას არ გვაძლევენ, არ ღირს დარდი: შეგვიძლია თბილი პლედი შემოვიხვიოთ და ცხელ შოკოლადთან/ყავასთან ერთად საყვარელ ფილმს ვუყუროთ.

 

 

ტოსკანის მზის ქვეშ


35 წლის წიგნის რედაქტორი ფრენსისი მძიმე განქორწინების შემდეგ ტოსკანაში გაემგზავრება.ერთერთ სოფელში ის ვილას იყიდის და იქ დასახლდება. ის აღმოაჩენს,რომ ხანდახან ცხოვრება უცნაური ხერხებით აძლევს ყველაფერს, რაც ასე ძალიან სჭირდებოდა.

 

ჩემი ცხოვრება ნანგრევებში
 

ბერძენი გიდი სახელად ჯორჯია ბედნიერების პოვნას ტურისტებისათვის საბერძნეთის ულამაზესი ადგილების ჩვენებით აპირებს. იმ დროს, როდესაც მათ სხვადასხვა ღირსშესანიშნაობებით აღსავსე უცხოეთის ეგზოტიკურ მხარეს აცნობს, თვითონვე იწყებს სამყაროს ახალი თვალით დანახვას.

 ჭამე, ილოცე, შეიყვარე


ლიზ გილბერტს ( ჟულია რობერტსი) ჰქონდა ყველაფერი რაზეც თანამედროვე ქალმა შეიძლება იოცნებოს: ქმარი, სახლი, წარმატებული კარიერა. მაგრამ სხვა ბევრის მსგავსად მანაც აღმოაჩინა, რომ იგი დაკარგული და დაბნეულია.ახლად განქორწინებული გილბერტი ხვდება არაკომფორტულ სიტუაციაში,იგი რისკავს ყველაფერს რათა შეცვალოს თავის ცხოვრება. ლიზი მოგზაურობს მსოფლიოს გარშემო და საკუთარი თავის ხელახლა აღმოჩენას იწყებს.იტალიაში მოგზაურობისას ის სიამოვნებას იღებს სხვადასხვა კერძების დაგემოვნებით, შეიგრძნობს ლოცვის ძალას ინდოეთში და ბოლოს მოულოდნელად შინაგან სიმშვიდეს და ნამდვილი სიყვარულის ძალას იპოვნის კუნძულ ბალიზე…

მორდეკაი


სიუჟეტი მოგვითხრობს ჩარლზ მორდეკაის ისტორიას, რომელიც არტდილერი და თაღლითია. ის მთელ მსოფლიოში მოგზაურობს და თავისი შეუდარებელი შარმის წყალობით ცდილობს დააბრუნოს მოპარული სურათი.

 ველური


მოქმედება შუა ხნის ქალბატონის ირგვლივ ვითარდება, რომელსაც 1100 მილის გავლა მოუწევს, იმისათვის, რომ საკუთარი თავი იპოვოს. ფილმი შერილ სტრეიდის ავტობიოგრაფიული რომანის მიხედვითაა გადაღებული.

ჰექტორი ბედნიერების ძიებაში


პიტერ ჩელსომის ახალი ნამუშევარი გვიჩვენებს ფსიქიატრ ჰექტორის ცხოვრებას, რომელიც იღლება თავისი ცხოვრებითა და იმ ფაქტით, რომ კარგი არაფერი ხდება და მისი პაციენტებიც ვერა და ვერ ბედნიერდებიან. შესაბამისად, გადაწყვეტს ყველაფერი მიატოვოს და ნამდვილი ბედნიერების საიდუმლო ფორმულა აღმოაჩინოს.

უოლტერ მიტის საიდუმლო ცხოვრება


ჟურნალ “LIFE”ს ფოტო მენეჯერი უცნაური ადამიანი, ის მუდმივად ოცნებაშია და ხშირად რეალობის აღქმა უჭირს. ერთხელაც ის მიემგზავრება დაკარგული ნეგატივის საპოვნელად.

მონტე კარლო


სამი ახალგაზრდა მეგობარი გოგონა დასასვენებლად პარიზში მიემგზავრება. ისინი მონაკოში აღმოჩნდებიან, რადგან ერთერთი მათგანი ბრიტანეთის შეცდომით ტახტის მემკვიდრე ჰგონიათ.

გზა


როდესაც მისი ვაჟი გარდაიცვლება პირინეებში პილიგრიმობისას, ტომი მიფრინავს საფრანგეთში რათა შვილის გზა გაიაროს.ფილმი ეძღვნება კათოლიკე მომლოცველების ცნობილ მარშრუტს, რომელიც სანტიაგო-დე-კომპოსტელასკენ მიდის (SANTIAGO DE COMPOSTELA). ათასი წლის განმავლობაში ამ 800 კილომეტრიან გზას გადიოდნენ მორწმუნეები და იგი მთავრდებოდა სანტიაგო-დე-კომპოსტელას ტაძარში, სადაც გადმოცემის თანახმად მოციქული იაკობია დაკრძალული.

გულივერის მოგზაურობა


მწერალი ლემუელ გულივერი მოგზაურობისას ბერმუდის სამკუთხედში ხვდება და დილას ლილიპუტების კუნძლზე იღვიძებს.

 მოგზაურობის ხელოვნება


ნამდვილი მოგზაური გატკეპნილ გზაზე არასოდეს მიდის, ის თავად იკვალავს გზას. კონორ ლეინი მოულოდნელად ცვლის თავის ცხოვრებას და ცენტრალურ ამერიკაში სამოგზაუროდ მიდის. თქვენ მასთან და მის ახალ მეგობრებთან ერთად, იმოგზაურებთ ნიკარაგუაში, კოლუმბიაში, პანამაში, პერუში, ინკების ქალაქ მაჩუ-პუკჩუში და ბოლივიაში.

დედამიწის გარშემო 80 დღეში


მამაცი ფილეას ფოგი და მისი მსახური პასპარტუ მიემგაზვრებიან მოგზაურობაში მსოფლიოს ყველა კონტინენტზე. ისინი მოინახულებენ მსოფლიოს ყველაზე საოცარ ქალაქს, გადალახავენ ოკეანეებს, მთებს და უდაბნოებს. მთელი გზის მანძილზე მათ უკან დასდევს ინგლისელი დეტექტივი ფიქსი. ფილმი ჟიულ ვერნის ცნობილი ნაწარმოების მიხედვითაა გადაღებული.

შვიდი სიცოცხლე


საგადასახადო სამსახურის აგენტის საბედისწერო თავგადასავალი, როდესაც იგი გადაწყვეტს შვიდი უცხო ადამიანის ცხოვრება სამუდამოდ შეცვალოს.

შვებულება


მოღალატე მამაკაცებთან ჩიხში შესული ურთიერთობების შემდეგ ,ლოს -ანჯელესელმა ამანდამ და ლონდონელმა აირისმა გადაწყვეტეს სახლები გაცვალონ. ისინი ვერასდროს წარმოიდგენდნენ, რომ ეს გაცვლა სასიყვარულო რომანების საწინდარი გახდებოდა.

 

წყარო-facts.ge 

 

Category: საინტერესო ცნობები | Views: 856 | Added by: misho | Rating: 5.0/1
Total comments: 0
avatar